გვერდზე განთავსებულ ყველა პროდუქციას უწერია საგარანტიო ვადა, ყველა პროდუქტს აქვს თავისი ინდივიდუალური საგარანტიო ვადა რომელიც შეიძლება იყოს რამოდენიმე წელი, თვე ან დღე. ზოგიერთ პროდუქციას გარანტია საერთოდ არა აქვს რაც მითითებული აქვს პროდუქციის აღწერაში. გთხოვთ! გრანტიის გარეშე პროდუქციის შეძენის შემთხვევაში აუცილებლად, მიღების დროს, კურიერის თანდასწრებით კარგად შეამოწმეთ ნივთი. რადგან გარანტია არა აქვს შესაბამისად არც არანაირი პასუხისმგებლობა არა აქვს მაღაზიას და არც
NETSHOP ამ პროდუქციასთან დაკავშირებით თქვენს მიმართ, და შესაბამისად ასეთ პროდუქციასთან დაკავშირებული პრეტენზიები არ მიიღება.თუ პროდუქციას აქვს გარანტია, შეკვეთის მიღების დროს კურიერი გამოგიწერთ საგარანტიო ტალონს. სადაც მითითებული იქნება გარანტიის ვადა, და სერვისცენტრის მისამართი, რომელი სერვისცენტრიც აღმოგიჩენთ შესაბამის დახმარებას და გაგიწევთ მომსახურეობას პროდუქციის გაუმართაობის ან რაიმე ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.გთხოვთ გაითვალისწინოთ საგარანტიო მომსახურეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა:
- ნივთი ფიზიკურად არ უნდა იყოს დაზიანებული, დაკაწრული, დახაზული
- საგარანტიო სერვისცენტრში მომსახურეობის მისაღებად აუცილებლად უნდა წარადგინოთ საგარანტიო ტალონი
- საგარანტიო ტალონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას
- საგარანტიო მოწყობილობა მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს სრული შეფუთვით, მექანიკური დაზიანების გარეშე. (ყუთით და თანდართული აქსესუარებით)
- დაზიანებული ტექნიკის ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე და პირიქით, ხორციელდება მომხმარებლის მიერ ან მისი ხარჯით