NETSHOP

THE BEST AND THE FIRST

პირველ რიგში ალბათ გაინტერესებთ რა არის NETSHOP? 

საწყისი ეტაპისათვის ეს არის გვერდი სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი სახის პროდუქცია სხვადასხვა მაღაზიებიდან და მიიღოთ სერვისი სტანდარტულ, საბაზრო ფასებთან შედარებით ბევრად იაფად. მსგავსი რამ საქართველოში ჯერ არ ყოფილა!
NETSHOP არაფერს არ აწარმოებს და არაფერს არ ყიდის! შესაბამისად არც მაღაზია არ გვაქვს და არც საწყობი. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მაღაზიებთან და კომპანიებთან რომლებსაც საქართველოში შემოაქვთ სხვადასხვა სახის პროდუქცია და  NETSHOP -ის გვერდზე განთავსებული პროდუქცია ყველა მდებარეობს NETSHOP -ის პარტნიორ სხვადასხვა მაღაზიებსა თუ საწყობებში.
NETSHOP -ის გვერდზე განთავსებული პროდუქცია ყველა არის სრულიად ახალი და არის საქართველოში, თქვენ არ გჭირდებათ ლოდინი დღეებისა და კვირეების განმავლობაში თუ როდის ჩამოვა თქვენი შეკვეთილი პროდუქტი.
ეს არის პროექტი ყველა სოციალური ფენის ადამიანისათვის. ჩვენი სურვილია ყველა ადამიანმა გაიგოს NETSHOP -ის შესახებ და შეძლოს სხვადასხვა პროდუქციის იაფად და ხელსაყრელ ფასად შეძენა.

ნუ იქნებით ეგოისტები! გააგებინეთ თქვენს მეგობრებს, მეზობლებს, კლასელებს, თანამშრომლებს NETSHOP -ის პროექტის შესახებ, რათა ყველამ შეძლოს NETSHOP-ის ფასებით სარგებლობა...
საწყის ეტაპზე ძირითადად შესაძლებელია ციფრული ტექნიკის შეძენა: ტელეფონები, პლანშეტები, ტელევიზორები, ტელეფონისა და კომპიუტერის აქსესუარები, დროთა განმავლობაში დაემატება პროდუქციის სახეობები და შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ: ტანსაცმელი, პარფიუმერია, თავის მოვლის საშვალებები, ავეჯი, ჭურჭელი, სანადირო და სათევზაო აქსესუარები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ჰიგიენა და ქიმია, ავტომობილის აქსესუარები, საწვავი და ა.შ
NETCARD არის ფასდაკლების ბარათი რომელიც უფასოდ გადაეცემა ყველა NETSHOP -ის მომხმარებელს პირველივე შეკვეთის მიღებისას!

NETCARD
-ის მიღება ძალიან მარტივია.
ამისათვის საჭიროა მხოლოდ:
  • დაალაიქოთ და მოიწონოთ NETSHOP ფეისბუქ გვერდი
  • ყველა ფეისბუქ მეგობარი მოიწვიოთ NETSHOP -ის ფეისბუქ გვერდის სანახავად, რათა მათაც შეძლონ NETSHOP -ის აღმოჩენა და წარმოუდგენელი ფასებით სარგებლობა. ( დახარჯე მეგობრებისთვის 2 წუთი და სანაცვლოდ იცხოვრე იაფად )
* დაალაიქე ან მოიწონე NETSHOP -ის ფეისბუქ გვერდი
* მოიწვიე NETSHOP -ის გვერდზე ყველა მეგობარი
* გამოგვიგზავნე მესენჯერში ამის ამსახველი ფოტოები ან მოკლე ვიდეო
* შეუკვეთე NETSHOP -ის გვერდზე განთავსებული ნებისმიერი სასურველი პროდუქცია
* დაელოდე კურიერს
P.S კურიერი ადგილზე, მოსვლისას გადაამოწმებს ყოველივე ამას და გადმოგცემთ NETCARD -ის ბარათს.
პირველივე შენაძენის და შეკვეთის მიღება შესაძლებელია ფასდაკლებით

ამ ეტაპზე ბარათით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ NETSHOP -ის გვერდზე განთავსებული პროდუქციის ფასდაკლებით მისაღებად.
შეკვეთილი პროდუქციის მიღებისას უნდა წარუდგინოთ კურიერს NETCARD, ფასდაკლების მისაღებად.

მომავალში NETCARD-ის ფუნქცია - დანიშნულება მნიშვნელოვნად გაიზრდება და შესაძლებელი იქნება NETSHOP-ის პარტნიორ მაღაზიებში, რესტორნებსა თუ სხვადასხვა სახის მომსახურების სერვის ცენტრებში ფასდაკლებით სარგებლობა.

P.S თითოეულ პიროვნებაზე ბარათი უფასოდ გაიცემა მხოლოდ ერთხელ. დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ბარათის განმეორებით მიღება არის ფასიანი და მისი ფასი შეადგენს 20ლარს.
NETSHOP -ის გვერდზე განთავსებულ ყველა პროდუქციას უწერია 2 ფასი:
სტანდარტული ფასი: მითითებულია ნივთის საბაზრო ღირებულება, რაც ღირს მაღაზიებში
ფასი NETCARD -ით: აქ მითითებულ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ ნივთი, ისეთ ფასად რა ფასადაც ვერცერთ მაღაზიაში ვერ შეიძენთ
პირველივე შეკვეთის მიღება შესაძლებელია ფასდაკლებით.

ყოველი შეკვეთის განხორციელებისას ფასდაკლების მისაღებად ზემოთ აღნიშნულ NETCARD -ის გარდა საჭიროა:

* გააზიაროთ NETSHOP -ის გვერდზე განთავსებული ნებისმიერი მინიმუმ 5 პროდუქცია

P.S   ამ ფეისბუქ აქტივობის განხორციელება საჭიროა ყოველი ფასდაკლების მიღებისა და NETSHOP -ის ნებისმიერი სერვისით სარგებლობისას.
წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ ჯერზე პირი მიიღებს გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში ვეღარ შეძლებს NETSHOP ის სერვისებით სარგებლობას
NETSHOP -ზე მუდმივად იდება ახალ ახალი პროდუქცია. დღის განმავლობაში 1 - 3 სხვადასხვა პროდუქტი.
ყველა პროდუქტს აქვს თავისი ინდივიდუალური კოდი მინიჭებული რომელიც შედგება 4 ციფრისგან და ყველა პროდუქტის აღწერას თან ახლავს.პროდუქტის შეკვეთა სწორედ ამ კოდის მეშვეობით ხდება.
  1. აარჩიეთ სასურველი პროდუქტი
  2. ყურადღებით წაიკითხეთ მისი აღწერილობა
  3. მოგვწერეთ მესენჯერში პროდუქტის კოდი რომლის შეძენაც გსურთ
  4. დაელოდეთ კურიერს, ის მალე მოვა და მოგიტანთ თქვენს შეკვეთას!
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, NETSHOP არ აწარმოებს არაფერს, არც თვითონ არ ახორციელებს პროდუქციის საქართველოში დისტრიბუციას. ამიტომ იმის თქმა რომ იაფი იმიტო ღირს რო დაბალი ხარისხის პროდუქციაა ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. გვერდზე განთავსებული პროდუქცია სხვადასხვა მაღაზიებისა და შემომტანების მიერ არის მოწოდებული და შესაბამისად პროდუქტის ხარისხიც სხვადასხვანაირია, არის როგორც მაღალი ხარისხის პროდუქცია ასევე დაბალი ხარისხისაც. ხარისხის მაჩვენებელი ზოგადი სტატისტიკის მიხედვით არის ნაჩვენები თითოეული პროდუქტის აღწერაში. სულ არის ხარისხის  5 დონიანი შეფასების სისტემა. ადვილი მისახვედრია თუკი დააკვირდებით.
გვერდზე განთავსებულ ყველა პროდუქციას უწერია საგარანტიო ვადა, ყველა პროდუქტს აქვს თავისი ინდივიდუალური საგარანტიო ვადა რომელიც შეიძლება იყოს რამოდენიმე წელი, თვე ან დღე. ზოგიერთ პროდუქციას გარანტია საერთოდ არა აქვს რაც მითითებული აქვს პროდუქციის აღწერაში. გთხოვთ! გრანტიის გარეშე პროდუქციის შეძენის შემთხვევაში აუცილებლად, მიღების დროს, კურიერის თანდასწრებით კარგად შეამოწმეთ ნივთი. რადგან გარანტია არა აქვს შესაბამისად არც არანაირი პასუხისმგებლობა არა აქვს მაღაზიას და არც NETSHOP ამ პროდუქციასთან დაკავშირებით თქვენს მიმართ, და შესაბამისად ასეთ პროდუქციასთან დაკავშირებული პრეტენზიები არ მიიღება.თუ პროდუქციას აქვს გარანტია, შეკვეთის მიღების დროს კურიერი გამოგიწერთ საგარანტიო ტალონს. სადაც მითითებული იქნება გარანტიის ვადა, და სერვისცენტრის მისამართი, რომელი სერვისცენტრიც აღმოგიჩენთ შესაბამის დახმარებას და გაგიწევთ მომსახურეობას პროდუქციის გაუმართაობის ან რაიმე ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში.გთხოვთ გაითვალისწინოთ საგარანტიო მომსახურეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა:

  • ნივთი ფიზიკურად არ უნდა იყოს დაზიანებული, დაკაწრული, დახაზული
  • საგარანტიო სერვისცენტრში მომსახურეობის მისაღებად აუცილებლად უნდა წარადგინოთ საგარანტიო ტალონი
  • საგარანტიო ტალონის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას
  • საგარანტიო მოწყობილობა მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს სრული შეფუთვით, მექანიკური დაზიანების გარეშე. (ყუთით და თანდართული აქსესუარებით)
  • დაზიანებული ტექნიკის ტრანსპორტირება სერვის ცენტრამდე და პირიქით, ხორციელდება მომხმარებლის მიერ ან მისი ხარჯით
პირველ რიგში ალბათ საინტერესოა რამდენ დღეში მიიღებთ შეკვეთილ პროდუქციას? 
ამაზე პასუხი ძალიან გაგახარებთ! არანაირი დღეების, კვირეებისა და თვეების განმავლობაში ლოდინი თქვენ არ გიწევთ.
  • დღის 14:00 საათამდე შეკვეთილ პროდუქციას მიიღებთ იმავე დღეს
  • ხოლო 14:00 საათის შემდეგ შეკვეთილ პროდუქციას მიიღებთ მომდევნო დღეს
  • შაბათს 14:00 საათის შემდეგ შეკვეთილ პროდუქციას და ასევე კვირას შეკვეთილ პროდუქციას მიიღებთ ორშაბათს
P.S  რეგიონებში მიტანის სერვისი ხორციელდება საქართველოს ფოსტის მეშვეობით და გზავნილს საქართველოს ფოსტის კურიერი მოგაწვდით მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში.

რა ღირს პროდუქციის ტრანსპორტირება და სასურველ მისამართზე მოტანა?
მიტანის სერვისის საფასური თბილისში: 5 ლარი
მიტანის სერვისის საფასური რეგიონებში: ფასი დამოკიდებულია შეკვეთილი პროდუქციის წონასა და მოცულობაზე და შეადგენს 5 - 10 ლარს.  (თბილისის გარეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით)
  • ანგარიშსწორება ხდება კურიერთან შეკვეთილი პროდუქციის მიღებისას
  • კურიერთან თანხის გადახდა ხდება მხოლოდ ნაღდი ფულის სახით
  • კურიერთან თანხის გადახდა ხდება შემდეგი პრინციპით: შეკვეთილი პროდუქციის ღირებულების საფასური + საკურიერო მომსახურეობის საფასური 5 ლარი
  • თუ გსურთ უნაღდო ანგარიშსწორება, შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა TBC ბანკის ანგარიშზე:  (იხილეთ ქვემოთ მოცემული სურათი)
P.S  რეგიონებიდან შეკვეთისას ანგარიშსწორება ხდება, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების სახით. (პროდუქციის ღირებულების საფასური + საკურიერო მომსახურების 5 - 10 ლარი) თანხა უნდა ჩაირიცხოს TBC ბანკის ანგარიშზე. (იხილეთ ქვემოთ მოცემული სურათი)
I BUILT MY SITE FOR FREE USING